ლაზური სიმღერის კონცერტი
19 აგვისტოს, ბათუმში ლაზური სიმღერის კონცერტი იმართება.
საერთოდ აგვისტოს თვის მეორე ნახევარი ლაზებისათვის სახალხო დღესასწაულის დღეებია. ჩვენთან სარფი/კვარიათში ამას “კოლხობას” უწოდებენ. გაღმა თურქეთის ლაზურ ქალაქებში კი ტრადიციულად ფესტივალებს ატარებენ ხოლმე.
ამ პერიოდში თავის ქალაქებსა და სოფლებს უბრუნდებიან ლაზები მთელი მსოფლიოდან და ერთად ზეიმობენ ხოლმე ზღვის დღესასწაულს. თავის თავსაც ლაზები - „ზღვის შვილებს“ უწოდებენ.
ჩვენი ლაზების სახალხო დღესასწაულს -“კოლხობას”
ჩვენ ვუძღვნით ლაზური სიმღერის კონცერტს ბათუმში.
ქართული ესტრადის ცნობილი ვარსკვლავები -
ლაზურად აჟღერებული ცნობილი ქართული ჰიტებით.
აქ თურქეთიდან უამრავი ლაზი სტუმარი გადმოვა და გაეცნობა ქართულ კულტურას.
აქვე უნდა ითქვას, რომ ბათუმი - ლაზებისათვის ისტორიულად წარმოადგენდა ადმინისტრაციულ ცენტრს და ამდენად მათთვის ძალიან ახლობელი და საყვარელი ქალაქია.