Cinematic - Style Piano Concert

7 აგვისტოს, 19:00 საათზე, სასტუმრო „Le Meridien“-ში გაიმართება ორიგინალური კინემატოგრაფიული სტილის საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი.

ახალგაზრდა და ნიჭიერი არტისტი, ლიორი, შეასრულებს საკუთარ კომპოზიციებს, რომლებიც რამდენიმე წლის განმავლობაში შექმნა. კონცერტი მისი სადებიუტო ალბომის პოპულარიზაციის ნაწილია. შეგიძლიათ მოისმინოთ ცოცხალი საფორტეპიანო მუსიკა, რომელსაც სხვა ინსტრუმენტებიც დაემატება.

პროგრამაში ასევე შევა ცნობილი სიმღერების ქავერები, რომლებსაც ლიორი როგორც ვოკალისტი შეასრულებს, პიანისტ გიორგი დიასამიძესთან ერთად.

კონცერტი ჩატარდება რესტორან „La Brasserie“-ში, რომელიც „Le Meridien“ სასტუმროს პირველ სართულზე მდებარეობს.

 

 

????სავალდებულო დრესკოდი:

ქალებისთვის — საღამოს კაბა

მამაკაცებისთვის — პერანგი და შარვალი

შემოგვიერთდით ატმოსფერული, შთამაგონებელი და ლამაზი მუსიკის საღამოზე ბათუმის გულში!

 

ბილეთის ფასი : 90₾

???? ბილეთის ფასში შედის დეპოზიტი, რომლის გამოყენებაც ღონისძიების განმავლობაში სასტუმროს ბარში ან რესტორანში საკვებისა და სასმლის შეკვეთისთვის არის შესაძლებელი.

 

მაგიდის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით : 555 24 12 22


ორგანიზატორის დეტალები

მომენტალური გადახდა


მსგავსი ღონისძიებები

არ გამოტოვოთ ღონისძიებები!

მიუთითეთ თქვენი ელ. ფოსტა