MURO & MMOVELAB
სეზონის ბოლო წარმოდგენა: მურო გაგოშიძის მოდერნიზებული ქორეოგრაფიული კომპოზიცია.
17 და 18 აგვისტოს, თბილისის, ქუთაისისა და თელავის შემდეგ ბათუმში, მურო გაგოშიძე და მისი დასი ერთმოქმედებიანი სპექტაკლით წარსდგება.
მაყურებელს შესაძლებლობა ექნება იხილოს განახლებული ქორეოგრაფია, რომელშიც ხალხური და თანამედროვე ხელოვნების სინთეზი ქმნის ახლებურ სასცენო ენას
თქვენ იხილავთ ქართული ხალხური ცეკვის ტრადიციული მოტივების, ქართული თანამედროვე ცეკვის ინოვაციური ელემენტებისა და თანამედროვე ბალეტის შერწყმას.
წარმოდგენა მუსიკალურად გაფორმებულია ნიაზ დიასამიძის, ჯგუფი რეგიონის, ჩვენებურები და ლელა ნაყეურის, ირაკლი მენაღარიშვილის და მურო გაგოშიძის კომპოზიციებით.
კარის გახსნა: 20:00
დასაწყისი: 21:00