LOBODA
LOBODA — ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საკულტო უკრაინელი არტისტი, თანამედროვე პოპის სახე, ახალი შემოქმედებითი ხედვის მატარებელი და არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი.
რას უნდა ელოდოთ შოუსგან:
გლობალური არტ-შოუ, რომელიც ასახავს LOBODA-ს მთელ შემოქმედებით გზას — მისი ადრეული ჰიტებიდან მსოფლიო დონის კომპოზიციებამდე.
ლეგენდარული სიმღერები ახლებურად გააზრებული — მუსიკალურად და ვიზუალურად ინოვაციური ფორმით წარმოდგენილი.
შთამბეჭდავი ვიზუალური ეფექტები და სცენოგრაფია, რომელიც შეიქმნა ოლეგ ბოდნარჩუკის, SUPER STAR შოუს ავტორის ხელმძღვანელობით.
მულტიმედიური წარმოდგენა, რომელზე მუშაობაც ექვს თვეზე მეტ ხანს მიმდინარეობდა.
ცოცხალი შესრულება ლატვიელი მუსიკოსებისა და უკრაინელი საცეკვაო ჯგუფის მონაწილეობით.
რატომ არ უნდა გამოტოვოთ:
ეს არის ექსკლუზიური შოუ, რომელიც მხოლოდ ამ ტურისთვის შეიქმნა.
LOBODA პირველად წარმოგიდგენთ, როგორ გარდაიქმნა მისი სტილი და შემოქმედება ახალ მხატვრულ სივრცეში.
ეს არის მუსიკალური შოუ, რომელიც აერთიანებს ხმას, სინათლეს, ემოციას და სტილს.
ვისთვის არის ეს შოუ:
მათთვის, ვისაც გიყვართ LOBODA და ადევნებთ თვალს თანამედროვე უკრაინულ პოპს.
ყველასთვის, ვინც აფასებთ მაღალი დონის ცოცხალ მუსიკასა და ინოვაციურ შოუებს.
კარის გაღების დრო: 19:00
ასაკობრივი შეზღუდვა: 6+