ქობულეთის ფესტივალი
20 ივლისს, ქობულეთი „ზაფხულის ფესტივალს“ უმასპინძლებს
ფესტივალი ქობულეთის ცენტრალურ პარკში გაიმართება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
ულამაზესი საზაფხულო დეკორაციებითა და ინსტალაციებით მორთულ საფესტივალე სივრცეში ღონისძიება კოსტიუმირებული მსვლელობითა და დრამების შოუთი გაიხსნება ![]()
![]()
19:00 საათიდან, სცენას ადგილობრივი და მოწვეული ბენდები დაიკავებენ.
საფესტივალე სივრცეში განთავსებული იქნება კვების სივრცეებიც, სადაც სტუმრებს საზაფხულო მენიუს შეკვეთის საშუალება ექნებათ.
ფესტივალის განმავლობაში დაგეგმილია საბავშვო აქტივობები პატარებისთვის.
პროგრამა:
19:00 - პროექტი 33
19:30 - და სხვა
20:00 - 4 up
20:30 - ჯგუფი "ემოცია"
21:00 - Mix2ra
22:00 - ქალთა აკადემიური კამერული გუნდისა და DJ ჩიკის კოლაბორაცია
22:40 - ურსა
23:40 - კახაბერი და ხანუმები