MoBlack - Mono Hall Batumi

15 აგვისტოს - აფრო ჰაუსის სცენის წამყვანი ფიგურა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტრეკის (YAMORE) ავტორი - MOBLACK - Mono Hall ბათუმის სცენაზე დაუკრავს. ელექტრონული მუსიკის ვაიბს, ლოკალური სცენის არტისტები: Endorphins და Marlen განაგრძობენ.

მიმო ფალკონე, სასცენო სახელით MoBlack, ათწლეულებია აფრო ჰაუსის სცენის წამყვანი ფიგურაა. მან მოძრაობის საძირკველი ჯერ აფრიკის კონტინენტზე ჩაუყარა და შემდეგ მთელ მსოფლიოში გაავრცელა და განავითარა. თუმცა, ამ მიღწევებზე მეტად, ის ნამდვილი რენეგატია — მუსიკის ჟანრობრივ საზღვრებს გარეთ მოაზროვნე და ხედვის მქონე არტისტი, რომელიც არასდროს უშვებს, რომ სტილმა ან სტრუქტურამ მისი მუსიკის სიღრმე და მასშტაბი შეზღუდოს.

MoBlack, როგორც პროდიუსერი, ავლენს გამორჩეულ გემოვნებასა და წესების წინააღმდეგ გამოთქმულ გაბედულებას, რაც არამხოლოდ ელექტრონული ანდერგრაუნდ მუსიკის განვითარებას უწყობს ხელს, არამედ მის უნივერსალურობასაც უსვამს ხაზს — ამძაფრებს მის გავლენას, აფართოებს საზღვრებს და ავრცელებს მის შესაძლებლობას, აამოძრავოს და შთაგაგონოს მსმენელი.

MoBlack მუსიკალურ მოგზაურობას თავგადასავლად აქცევს: ერთდროულად აერთიანებს ეკლექტურ გემოვნებასა და მოწინავე, ინოვაციურ ჟღერადობას, რაც მსმენელს არა მხოლოდ სხვა რეალობებში ამოგზაურებს, არამედ ახალ გზასაც უჩვენებს — როგორ შეიგრძნოს მუსიკა სიღრმისეულად.

სტუდიაში MoBlack ნამდვილი გამომგონებელია — იდეებით სავსე და გამორჩეული უნარებით დაჯილდოებული არტისტი. მისი მრავალმხრივი რეპერტუარი წლების განმავლობაში ავლენდა მუსიკის ღრმა გაგებასა და ადამიანურ კავშირზე დაფუძნებულ ავთენტურობას. მისთვის ეს მხოლოდ ხელოვნება არ არის — ის ტექსტურითა და სიმტკიცით ავსებს მუსიკას, რაც მის ჟღერადობას საშუალებას აძლევს, რომ დროისა და ტენდენციების მიღმა დარჩეს.

MoBlack-ის შემოქმედება სხვადასხვა კულტურების ექოდ გვევლინება — შთაგონებული იმ ათწლიანი პერიოდით, რაც მან განაში გაატარა და სამყაროს უფრო ღრმად ჩასწვდა. სწორედ განაში განიცადა ახალი დაბადება, როცა შეეხო ტვი კულტურის “Mo’”-ს სულს. თუმცა MoBlack მუდამ ცნობისმოყვარე არტისტად რჩება, მრავალფეროვანი ჟღერადობისადმი მიდრეკილი და თავისუფლად მოძრავი წარსულის, აწმყოსა და მომავლის ღერძზე. სწორედ ამ ღირებულებებით აცოცხლებს ის ჰაუსის, აფროს და მელოდიური ტექნოს ვაიბს.

 

???? ბილეთის შეძენა: https://biletebi.ge/mono-hall-batumi/moblack

 

♀♂ ასაკობრივი შეზღუდვა 18+
???? მაგიდების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: ???????????? ???????????? ????????????
???? ლოკაცია: Mono Hall Batumi


ორგანიზატორის დეტალები

მომენტალური გადახდა

ასაკის კონტროლი 18+


მსგავსი ღონისძიებები

არ გამოტოვოთ ღონისძიებები!

მიუთითეთ თქვენი ელ. ფოსტა