¥ØU$UK€ ¥UK1MAT$U - Mono Hall Batumi
7 აგვისტოს - Mono Hall ბათუმში, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო დიჯეი - ¥ØU$UK€ ¥UK1MAT$U დაუკრავს. მასთან ერთად სცენას ასევე დაიკავებენ, ქართველი მსმენელისთვის უკვე კარგად ნაცნობი და საყვარელი არტისტები: Lilith. და Le Violet.
სიტყვა „მრავალფეროვნება“ არც კი უახლოვდება იმის აღწერას, თუ რატომ მიიჩნევა თავმდაბალი იაპონელი დიჯეი ¥ØU$UK€ ¥UK1MAT$U მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ. წარმოშობით ოსაკადან და ამჟამად ტოკიოში დაფუძნებული არტისტი, მისი წარმოუდგენელი ოსტატობისა და ყველაზე საინტერესო სელექციის წყალობით, უზრუნველყოფს შთამაგონებელ და უწყვეტ კავშირებს აუდიტორიასთან. DJ Nobu-ს FUTURE TERROR ღონისძიებაზე სადებიუტო პერფორმანსის შემდეგ, ¥ØU$UK€ ¥UK1MAT$U რეგულალურად მონაწილეობს, ევროპის ყველაზე ფართო მასშტაბიან ფესტივალებსა თუ საკლუბო ღონისძიებებზე, როგორიც არის: Berghain და სხვები.
თუმცა გარდა ამ ყველაფრისა, ¥ØU$UK€ ¥UK1MAT$U-ს კარიერის მიღმა, გამაოგნებელი ისტორია დგას, რომელიც ბევრმა შეიძლება არ იცოდეს. არტისტი წლების მანძილზე მშენებლობაზე მუშაობდა და კავშირიც კი არ ჰქონია დიჯეინგთან, როცა მას თავის ტვინის სიმსივნე დაუდგინეს. რა დროსაც ¥ØU$UK€ ¥UK1MAT$U-მ დატოვა არსებული სამსახური და ელექტრონული მუსიკის ინდუსტრიას დაუკავშირა თავისი ცხოვრება. როგორ დაუჯერებლადაც არ უნდა ჟღერდეს, საკუთარ თავზე მუშაობისა და მუსიკის უსაზღვრო სიყვარულის წყალობით, ¥ØU$UK€ ¥UK1MAT$U-მ სიმსივნე დაამარცხა და თავისი მომაჯადოვებელი პერფორმანსით ანებივრებს მსმენელს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
2022 წელს, ბერლინის Hör-ში ჩაწერილმა მისმა სეტმა, 10 თვეზე ნაკლებ დროში, 2 მილიონი ნახვა დააგროვა, ხოლო 2025 წლის Boiler Room-ის ჩანაწერი, რომელზეც მთელი მსოფლიო ალაპარაკდა, 10 დღეში 2 მილიონზე მეტ ადამიანს ჰქონდა ნანახი. ასე რომ გაგონილს ნანახი ჯობიაო და ეს სწორედ ის შემთხვევააა, რომ საკუთარი თვალით უნდა ნახოთ და მოისმინოთ ¥ØU$UK€ ¥UK1MAT$U-ს გიჟური პერფორმანსი.
ბილეთის შეძენა: https://biletebi.ge/mono-hall-batumi/yousuke
ასაკობრივი შეზღუდვა 18+
ლოკაცია: Mono Hall Batumi