Stella Bossi - Mono Hall Batumi

28 ივნისს - ტექნო მუსიკის სცენაზე, ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებული და გრაციოზული გერმანელი არტისტი - Stella Bossi – Mono Hall ბათუმის სცენაზე ბრუნდება. ელექტრონული მუსიკის სამყაროში მოგზაურობას, ლოკალური სცენისთვის უკვე კარგად ნაცნობი არტისტები: Jino Dollini და Anna Sue განაგრძობენ.

Stella Bossi-მ თავისი მისტიური და განსხვავებული სტილით დიდი რაოდენობის მსმენელს დაამახსოვრა თავი, მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე. არტისტს 1 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს სოციალურ ქსელში და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. Pan-Pot, Fisher, Deborah De Luca, Nastia, Claptone, Anfisa Letyago, Skrillex - ეს იმ არტისტების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც Stella Bossi-ს გულშემატკივართა სიას ამშვენებს.

2020 წლის ოქტომბერში, Stella Bossi-მ საკუთარი შემოქმედების გამოქვეყნება დაიწყო, თავისივე მუსიკალურ ლეიბლზე სახელწოდებით - "The Beat Must Fuck". მიმდინარე ეტაპზე, არტისტი ბერლინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კლუბის Kit Kat Club-ის ღონისძიების - Simbiotikka Party-ს რეზიდენტია. 2022 წელს, Stella Bossi-მ არაერთ ცნობილ არტისტთან დაიწყო თანამშრომლობა, რამაც ასევე მისი ლეიბლის წარმატებასაც ჩაუყარა საფუძველი. Stella Bossi ახალი თაობის ტექნო სცენის პიონერია და ის ყოველთვის გამოირჩევა დაუვიწყარი მუსიკალური პერფორმანსით.

 

???? ბილეთის შეძენა: https://biletebi.ge/mono-hall-batumi/stella-bossi-batumi

???? მაგიდების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: ???????????? ???????????? ????????????
???? ლოკაცია: Mono Hall Batumi


ორგანიზატორის დეტალები

მომენტალური გადახდა

ასაკის კონტროლი 18+


მსგავსი ღონისძიებები

არ გამოტოვოთ ღონისძიებები!

მიუთითეთ თქვენი ელ. ფოსტა