საქველმოქმედო კონცერტი შშმ პირებს და მათ მშობლებს ვაჩუქოთ ერთი ბედნიერი დღე

აჭარის რეგიონში მცხოვრებ შშმ პირთა და მათი მშობლების დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიება. ღონისძიების მიზანია ვაჩუქოთ ერთი ბედნიერი დღე მათ.

ღონისძება ტარდება ბათუმის საზაფხულო თეატრის შენობაში. ღონისძიება იყოფა ორ ეტაპად; 1) ემიგრანტი ქართველი მხატვრის ნახატებისა და სხვა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა 2) კონცერტი.

ღონისძიებაზე მიწვეულნი იქნებიან: აჭარაში მცხოვრები შშმ ბავშვები და მათი მშობლები, საუდის არაბეთის, თურქეთის და ისრაელის საელჩოს წარმომადგენლები.

ღონისძიებაზე მოწვეულნი იქნებიან: მომღერალი ისრაელიდან შაი გალი-გაგოლაშვილი და თურქეთიდან ბაიარ შაჰინ-გუნდარიძე.

ღონისძიება ტარდება საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალის როლი საზოგადოებისათვის“ ინიციატივით.

ღონისძიება ტარდება 17 ივნისს, გამოფენა იწყება 12 საათზე, რომელიც გრძელდება 17 საათამდე, ხოლო 17 საათზე იწყება კონცერტი. კონცერტით კი მთავრდება ღონისძიება.

ღონისძიების წამყვანები არიან დავით (გუდიკა) მოისწრაფიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალის როლი საზოგადოებისათვის“ აღმასრულებელი მდივანი ქალბატონი ჯულიეტა ნემსაძე და ოთხი შშმ პირის მშობელი, ქალბატონი მაია პაპიძე.

კარის გახსნა: 16:00

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ tkt.ge - ზე 
https://tkt.ge/event/485913/shshm-pirebs-da-mat-mshoblebs-vachuqot-erti-bednieri-dghe


ორგანიზატორის დეტალები

მომენტალური გადახდა


მსგავსი ღონისძიებები

არ გამოტოვოთ ღონისძიებები!

მიუთითეთ თქვენი ელ. ფოსტა