ბათუმის ბოტანიკური ბაღის რბოლა
აღნიშნეთ ბავშვთა დღე ჩვენთან ერთად 1 ივნისს და შექმენით დაუვიწყარი მოგონებები!
შემოგვიერთდით საინტერესო რბოლაში ბათუმის ულამაზეს ბოტანიკურ ბაღში!
აჭარის დაბრკოლებების სპორტის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიება განკუთვნილია ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის,
რომელიც აერთიანებს გართობას, ფიზიკურ გამოწვევებსა და ბუნების სილამაზეს.
2-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები, სხვადასხვა სარბოლო დისტანციებზე, ისიამოვნებენ პოპულარული თამაშებით შთაგონებული ამაღელვებელი დაბრკოლებებით.
აღნიშნეთ ბავშვთა დღე ჩვენთან ერთად 1 ივნისს და შექმენით დაუვიწყარი მოგონებები!
შეჯიბრი ჩატარდება დაბრკოლებების სპორტის საერთაშორისო ფედერაციის FISO-ს წესებით.
გენერალური პარტნიორი: საოჯახო სპორტული კლუბი Ninja Fight (@ninjafight.gym)
თარიღი:1 ივნისი 2025წ
ადგილმდებარეობა : ბათმის ბოტანიკური ბაღი
არ გამოტოვოთ სიახლეები, გამოიწერეთ ჩვენი ინსტაგრამ გვერდი : @botanical_garden_run
ბოტანიკურ ბაღში შესვლა თითოეული მონაწილისთვის და 1 (ერთი) თანმხლები პირისთვის უფასოა.
ლიმიტი: 200 მონაწილე.
სარეგისტრაციო ბილეთების დაბრუნება არ ხდება. შესაძლებელია თავისი ნომრის გადაცემა სხვა პირზე 2025 წლის 25 მაისამდე. ამ თარიღის შემდეგ ნებისმიერი დეტალის შეცვლა შეუძლებელია. საკომისიო 10 ლარი (ნებისმიერი გადარიცხვის მოთხოვნის შემთხვევაში მონაწილეები უნდა დაუკავშირდნენ ორგანიზატორს მისამართზე ocradjara@gmail.com)
ბილეთები:
Early Bird ბილეთი (ფინიშერის მედლით) – 50 ₾ (sold out)
ჩვეულებრივი სარეგისტრაციო ბილეთი – 60 ₾
დაგვიანებული სარეგისტრაციო ბილეთი – 70 ₾
T-shirt - 60 ₾
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ: tkt -ზე