ბათუმის საერთაშორისო ტურისტული ფილმების ფესტივალი
1-3 ოქტომბერს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით,
პირველად ტარდება ბათუმის საერთაშორისო ტურისტული ფილმების ფესტივალი.
ბათუმის საერთაშორისო ტურისტული ფილმების ფესტივალის გახსნა დაგეგმილია აჭარის ხელოვნების მუზეუმში
1 ოქტომბერს, 18:00 საათზე
ნაჩვენები იქნება: მოკლემეტრაჟიანი ფილმები, საინტერესო ვიდეოები, ვლოგები,
კორპორატიული ვიდეოები ტურისტულ ლოკაციებზე, ტურისტულ სერვისებსა და პროდუქტებზე.
ფესტივალი გახლავთ უპრეცენდენტო და ინოვაციური პროექტი, რომელიც შარშან პირველად დაარსდა საქართველოს პარლამენტის და ტურიზმის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, შესაბამისად ღონისძიება ჩატარდება წლის განმავლობაში სხვადასხვა ტურისტულ რეგიონებში, სეზონურობის და ადგილობრივი მახასიათებლების მიხედვით.
დასწრება თავისუფალია, გთხოვთ მობრძანდეთ.