ნიაზ დიასამიძე & 33ა • Mono Hall Batumi

14 აგვისტოს - კიდევ ერთხელ აღჟღერდება ჭიანური, ჭეშმარიტად ქართულ ატმოსფეროში - ნიაზ დიასამიძისა & ჯგუფი 33ა-ს კონცერტზე, Mono Hall Batumi-ში

საღამოს ნიაზ დიასამიძის შვილი, თემურიკო დიასამიძე განაგრძობს  

ნიაზ დიასამიძეს ბევრი სხვადასხვა რამე ერთნაირად კარგად გამოსდის - მუსიკისა და ტექსტის წერის გარდა ხატავს, ღვინოს აყენებს, ხალხურ ინსტრუმენტებს აკეთებს, ავეჯის შეკეთებაც შეუძლია და, კიდევ, ვინ იცის რამდენი რამე

მუსიკაც ეგეთი აქვს - ბევრი სხვადასხვა რამის ცოდნითა და სიყვარულით შექმნილი. შესაძლოა უცნაური შერწყმაა - რეგეის, როკის, ხალხური მუსიკის, ბოშური სიმღერების ნაზავი თბილისურ მუსიკასთან - ამ ტერმინის ძალიან ფართო გაგებით - დუდუკებიდან ოთარ რამიშვილამდე. ზოგჯერ ეს კომპონენტები სულაც ერთ სიმღერაში არის ხოლმე წარმოდგენილი.

პროცესში მუდმივმა ძიებამ და შემოქმედებითმა გულწრფელობამ  თავისი როლი ითამაშა ბენდის პოპულარობაში - „33ა“ ხომ უკვე კარგა 25 წელზე მეტია, რაც საქართველოს უპირველეს ჯგუფებში მოიაზრება. აქვე ისიც უნდა ვახსენოთ, რომ „33ა“ მარტო ნიაზი არ არის. მასთან ერთად არიან ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკოსები, რომელთა გარეშეც ბენდის მუსიკა სულ სხვაგვარი იქნებოდა


21:00 - კარის გახსნა
21:00 - თემურიკო დიასამიძე
23:00 - ნიაზ დიასამიძე & 33ა (კონცერტის დასაწყისი)
01:00 - თემურიკო დიასამიძე


ასაკობრივი შეზღუდვა 16+

მაგიდების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 593 972 929

გაეცანით ღონისძიებაზე დასწრების წესებსა და პირობებს: https://biletebi.ge/mono-hall-batumi


ორგანიზატორის დეტალები

მომენტალური გადახდა

ასაკის კონტროლი 18+


მსგავსი ღონისძიებები

არ გამოტოვოთ ღონისძიებები!

მიუთითეთ თქვენი ელ. ფოსტა