გამოუვალი მდგომარეობა • Mono Hall Batumi

2 აგვისტოს - ქართველი მსმემენილისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ჯგუფი “გამოუვალი მდგომარეობა” - Mono Hall ბათუმში კიდევ ერთ დაუვიწყარ კონცერტს გამართავს. შემოგვიერთდი 

ქართული ალტერნატიული ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა” 2012 წლიდან, საქართველოში ყველაზე რეიტინგული სერიალის „ჩემი ცოლის დაქალების” პერსონაჟის, ირაკლი ხურცილავას (ვანიკო თარხნიშვილი) ბენდია, რომელმაც მოღვაწეობა სერიალის მიღმაც განაგრძო და ეს ნაბიჯი წარმატებული აღმოჩნდა.

თავდაპირველად  სიმღერები სერიალისთვის იწერებოდა და სერიალშივე სრულდებოდა. მალევე , სერიალში გაჟღერებული ცნობილი ქართული სიმღერების თანამედროვე ვერსიები იმდენად პოპულარული გახდა, რომ ბენდმა ეკრანებიდან რეალურ ცხოვრებაში გადმოაბიჯა და უკვე 12 წელია მსმენელს ახარებს.
 
ბენდის წევრები არიან: ვანო თარხნიშვილი (ვოკალი), დავით გაბუნია (კომპოზიტორი, ვოკალი, გიტარა) შოთარი დარახველიძე (გიტარა), გიორგი გობეჯიშვილი (ბასი), ლევან მიქელაძე (კლავიში), ერეკლე ჭიჭინაძე (დრამი).


22:00 - Dicho
00:30 - გამოუვალი მდგომარეობა
02:00-End - Dicho


ასაკობრივი შეზღუდვა 16+
მაგიდების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 593 972 929
გაეცანით ღონისძიებაზე დასწრების წესებსა და პირობებს: https://biletebi.ge/mono-hall-batumi


ორგანიზატორის დეტალები

მომენტალური გადახდა

ასაკის კონტროლი 18+


მსგავსი ღონისძიებები

არ გამოტოვოთ ღონისძიებები!

მიუთითეთ თქვენი ელ. ფოსტა