ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი 10-15 სექტემბერს, ფონდ "ლირას" ორგანიზებით, მეთერთმეტე სეზონს საზეიმოდ აღნიშნავს.

ზღვისპირა ქალაქს 5 დღის განმავლობაში მოეფინება მუსიკის ჰანგები და მსოფლიოში ცნობილ მუსიკოსებთან ერთად სცენაზე წარსდგებიან ახალგაზრდა ტალანტები.

კონცერტების გარდა მსმენელს შესაძლებლობა მიეცემა დაესწროს მევიოლინეების მასტერკლასებს, გამოფენებს და პიანისტების კონცერტს.

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი ერთადერთი კულტურული ღონისძიებაა საქართველოში, რომელსაც წელს მინიჭებული აქვს UNESCO-ს მაღალი პატრონაჟი და მიმდინარეობს საქართველოს სახელმწიფოს მხარდაჭერით.

 

ბილეთები იხილეთ ბმულზე:

tkt.ge/BlackSeaMusicandArtFestival


ორგანიზატორის დეტალები


მსგავსი ღონისძიებები

არ გამოტოვოთ ღონისძიებები!

მიუთითეთ თქვენი ელ. ფოსტა