Kibe x Spira Records with Claudio PRC & Ness

7 აგვისტოს კლუბ KIBE-ში Spira Records-ის შოუქეისი გაიმართება.

ღონისძიება გააერთიანებს როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო არტისტებს, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით ღრმა და ჰიპნოტური ტექნოს განვითარებაში.

Claudio PRC ყველასთვის ცნობილი, ბერლინში მოღვაწე არტისტია, რომელიც ათწლეულზე მეტია იკვლევს ტექნოს სიღრმეებს. როგორც გავლენიანი დიჯეი და პროდიუსერი, კლაუდიომ გამოკვეთა მისი უნიკალური ხედვა ელექტრონული მუსიკის სცენაზე. Ness - The Gods Planet ის დამფუძნებელი და ერთ-ერთი პიონერია ღრმა და ჰიპნოტური ტექნოს სამყაროში. მისი მუსიკა ფოკუსირებულია ჰიპნოტურ რიტმებზე და იმერსიულ ტექსტურებზე. მათთან ერთად სცენას დაიკავებენ Spira Records-ის არტისტები, Blndfld, Amares, Solarmental და Tsott.

“Spira Records” წარმოადგენს საერთო იდეის გარშემო გაერთიანებულ კოლექტივს, რომელიც აქცენტს აკეთებს ანდერგრაუნდ ელექტრონული მუსიკის უფრო სიღრმისეულ და ატმოსფერულ მხარეზე. ლეიბლის საქმიანობა მოიცავს როგორც მუსიკის გამოცემას, ასევე კურირებს პოდკასტების და ივენთების სერიებს.

ასაკობრივი შეზღუდვა - 18+

ბილეთები:

I კალათა - 40₾

II კალათა - 50₾

III კალათა - 60₾


ორგანიზატორის დეტალები

მომენტალური გადახდა

ასაკის კონტროლი 18+


მსგავსი ღონისძიებები

არ გამოტოვოთ ღონისძიებები!

მიუთითეთ თქვენი ელ. ფოსტა