Zaza Nozadze & Status Band • Mono Hall Batumi

31 ივლისს - MC რომელსაც წარდგენა არ ჭირდება! - პირდაპირ მონოჰოლიდან!!!!

პირველად, მონოჰოლის სცენაზე - ზაზა ნოზაძე, მსმენელის წინაშე, ბენდთან ერთად წარსდგება.

მსმენელს საშუალება ექნება მოისმინოს რეპერის რეპერტუარი, “Status Band”-თან ერთად. ბენდი ცოცხლად დაუკრავს ზაზას ძველ თუ ახალ სიმღერებს და გვექნება შესაძლებლობა ვიხილოთ, სრულიად განსხვავებული და ყველაზე ცოცხალი ჰიპ-ჰოპ პერფორმანსი.

ზაზა ნოზაძე (იგივე Sf-x) უკვე წლებია, რაც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და პოპულარული ჰიპ-ჰოპ არტისტია საქართველოში. მის შემოქმედებას მილიონობით მნახველი და მსმენელი ყავს. ზაზა ცნობილი გახდა, ფართო საზოგადოებისათვის, ჯერ კიდევ 2015 წელს, მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროექტით - “ჩემი ქალაქი”. 

რეპერს გამოშვებული აქვს 2 სტუდიური ალბომი - “თბილისიდან”(2018) და “შეცვალე სამყარო”(2020).  ამჯერად მუშაობს მესამე ალბომზე, რომელიც გამოქვეყნდება ამავე წელს.

ზაზას კიდევ ერთი ცნობილი პროექტია - “ზაზები”, რომელიც ასევე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.


Status Band:
 
კლავიში: გუგა ჩაჩანიძე
ბას გიტარა: ირაკლი იმნაძე
გიტარა: ირაკლი გოგალაძე
დრამი: რომა ერანოსოვი
ვოკალი: ვიოლეტა მგალობლიშვილი

DJ: Bardo


21:00 - Doors Open
21:30 - Dj Bardo
01:00 - Zaza Nozadze & Status Band
02:00 - Dj Bardo


ასაკობრივი შეზღუდვა 16+
მაგიდების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 593 972 929
გაეცანით ღონისძიებაზე დასწრების წესებსა და პირობებს: https://biletebi.ge/mono-hall-batumi


ორგანიზატორის დეტალები

მომენტალური გადახდა

ასაკის კონტროლი 18+


მსგავსი ღონისძიებები

არ გამოტოვოთ ღონისძიებები!

მიუთითეთ თქვენი ელ. ფოსტა