გამოუვალი მდგომარეობა • Mono Hall Batumi

19 ივლისს - ქართველი მსმემენილისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ჯგუფი “გამოუვალი მდგომარეობა” - Mono Hall ბათუმში კონცერტს გამართავს. შემოგვიერთდი 

ჯგუფი “გამოუვალი მდგომარეობა” ის ერთადერთი ბენდია, რომელიც ბენდად  ჩამოყალიბებამდე წარმოუდგენლად პოპულარული გახდა.
 
“გამოუვალი მდგომარეობა” სატელევიზიო სივრცეში, სერიალში “ჩემი ცოლის დაქალები” დაიბადა,  როგორც სერიალის  ერთ-ერთი მთავარი გმირის, ირაკლი ხურცილავას ბენდი, რომლის როლს ვანო თარხნიშვილი ასრულებს.
 
თავდაპირველად  სიმღერები სერიალისთვის იწერებოდა და სერიალშივე სრულდებოდა. მალევე , სერიალში გაჟღერებული ცნობილი ქართული სიმღერების თანამედროვე ვერსიები იმდენად პოპულარული გახდა, რომ ბენდმა ეკრანებიდან რეალურ ცხოვრებაში გადმოაბიჯა და უკვე 9 წელია მსმენელს ახარებს.
 
ბენდის წევრები არიან: ვანო თარხნიშვილი (ვოკალი), დავით გაბუნია (კომპოზიტორი, ვოკალი, გიტარა) შოთარი დარახველიძე (გიტარა), გიორგი გობეჯიშვილი (ბასი), ლევან მიქელაძე (კლავიში), ერეკლე ჭიჭინაძე (დრამი).

------
22:00 - Dicho
00:30 - გამოუვალი მდგომარეობა
02:00-End - Dicho
------

ასაკობრივი შეზღუდვა 16+
მაგიდების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 593 972 929
გაეცანით ღონისძიებაზე დასწრების წესებსა და პირობებს: https://biletebi.ge/mono-hall-batumi


ორგანიზატორის დეტალები

მომენტალური გადახდა


მსგავსი ღონისძიებები

არ გამოტოვოთ ღონისძიებები!

მიუთითეთ თქვენი ელ. ფოსტა