MANOLO: THE VOICE OF THE GYPSIES
20 ივლისს, G17-ში, ლეგენდარული გრემის მფლობელი ბენდის, Gipsy Kings-ის ახალი თაობა ბრუნდება — MANOLO: THE VOICE OF THE GYPSIES, ბათუმელ მსმენელს, ენერგიული რუმბას, ფლამენკოს, სალსას და პოპის მაგიური ჰანგებით, ბოჰემურ, ცეცხლოვან საზაფხულო განწყობას ჰპირდება.
უკვე 46 წელია, რაც უკვდავი ჰიტები — Bamboléo-ს, Volare თუ Djobi Djoba, ყველა თაობის წარმომადგენელზე მაგიურ ზემოქმედებას ახდენს და თავბრუდამხვევ, ბოშურ საცეკვაო განწყობას ქმნის!
პროგრამა:
MANOLO: THE VOICE OF THE GYPSIES,
DJ Cheeky.
კარი იღება: 21:00
დასწრება:
Პირველი კალათი: 150 ლარი (ფასი მოიცავს ერთი ადამიანის ერთ ადგილს ორ ან მეტ ადგილიან მაგიდასთან).
მეორე კალათი: 200 ლარი (ფასი მოიცავს ერთი ადამიანის ერთ ადგილს ორ ან მეტ ადგილიან მაგიდასთან).
მესამე კალათი: 250 ლარი (ფასი მოიცავს ერთი ადამიანის ერთ ადგილს ორ ან მეტ ადგილიან მაგიდასთან).
ვენიუს შესახებ
G17 ბათუმის ახალ ბულვარში, ზღვაში შეჭრილ ხიდზე კონსტრუირებული კონცეპტუალური სივრცეა, რომელიც სავახშმო, ლაუნჯის, ბარის, სცენის და კაფის ჩანართებითაა დაგეგმარებული და სტუმრებს, რაფინირებული ვახშმისა და მუსიკის ცოცხალი შესრულების გამოცდილებასთან ერთად, სტუმარ-მასპინძლობის პერსონალიზირებულ მომსახურებებს და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებით შექმნილ ინსტალაციებს სთავაზობს.