Mgzavrebi

13 ივლისს - Mono Hall ბათუმის სცენაზე - ჯგუფი "მგზავრები" გრანდიოზული კონცერტით ბრუნდება.

ჯგუფი "მგზავრები" 2006 წელს ჩამოყალიბდა და არსებობის მანძილზე ბევრი ტრანსფორმაცია განიცადა შემადგენლობის თვალსაზრისით, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ "მგზავრები" მსმენელის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ჯგუფი გამხდარიყო. "მგზავრები"-ს მუსიკა მოიცავს როგორც ფოლკლორულ, ასევე კლასიკური მუსიკის ელემენტებს და მასში აგრეთვე ჭარბად არის იმპროვიზაციის ელემენტები. ჯგუფს არსებობის მანძილზე ჩატარებული აქვს რამდენიმე ათეული სოლო კონცერტი, ჩაწერილი აქვს რამდენიმე სტუდიური ალბომი და გადაღებული აქვს არაერთი მუსიკალური ვიდეოც. ჯგუფი "მგზავრები" დღემდე აქტიურად განაგრძობს კონცერტების გამართვას როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

საღამოს, საცეკვაო მუსიკის ენერგეიული მუხტით, Mono Hall ბათუმის რეზიდენტი დიჯეი, Dicho განაგრძობს.

 

22:00 - Dicho
01:00 - MGZAVREBI
03:00-End - Dicho

 

ასაკობრივი შეზღუდვა 16+

მაგიდების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 593 972 929

გაეცანით ღონისძიებაზე დასწრების წესებსა და პირობებს: https://biletebi.ge/mono-hall-batumi


ორგანიზატორის დეტალები

მომენტალური გადახდა

ასაკის კონტროლი 18+


მსგავსი ღონისძიებები

არ გამოტოვოთ ღონისძიებები!

მიუთითეთ თქვენი ელ. ფოსტა