Outlandish
7 ივლისს-Mono Hall ბათუმში - 2000-იან წლებში უსაზღვროდ პოპულარული, დანიური ჰიპ-ჰოპ ჯგუფის " Outlandish "-ის კონცერტი გაიმართება. მოუსმინე ნოსტალგიურ ჰიტებს და გაატარე დრო საუკეთესოდ მეგობრებთან ერთად. საცეკვაო მუსიკის ენერგიული მუხტით, საღამოს რეზიდენტი დიჯეი Dicho განაგრძობს
Outlandish - დანიური ჰიპ-ჰოპ ჯგუფია, რომელიც 1997 წელს ჩამოყალიბდა. მათი გამორჩეული სტილის წყალობით, ჯგუფი მალევე გახდა პოპულარული მთელი მსოფლიოს მასშტაბით. თუმცა 2017 წელს, ჯგუფის წევრებმა სოლო კარიერის გაგრძელება გადაწყვიტეს და Outlandish-მა სწორედ ამ წელს შეწყვიტა არსებობა. მოგვიანებით კი, 2019 წელს , ბენდის წევრებმა Waqas Ali Qadri-მ და Lenny Martinez-მა Outlandish აღადგინეს და დღემდე დუოს ფორმატით მართავენ კონცერტებს.
Outlandish-მა პოპულარობა, ყველასათვის უკვე კარგად ნაცნობი ჰიტებით: Callin U, Aicha და სხვა სიმღერებით მოიპოვა.
------
22:00 - Doors Open
22:30 - Dicho
00:30 - Outlandish
02:00-End - Dicho
------
ასაკობრივი შეზღუდვა 16+
მაგიდების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 593 972 929
გაეცანით ღონისძიებაზე დასწრების წესებსა და პირობებს: https://biletebi.ge/mono-hall-batumi