Mahmut Orhan - Mono Hall Batumi 2024 Season Opening Party

29 ივნისს - Mono Hall Batumi-ში 2024 წლის ზაფხულის სეზონს ვიწყებთ გრანდიოზული ღონისძიებით - თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული და პოპულარული თურქი არტისტი - Mahmut Orhan ბათუმში პირველად წარსდგება მსმენელის წინაშე.

Mahmut Orhan - ამერიკაში მცხოვრები თურქი დიჯეია და ის მუსიკით, 15 წლის ასაკში დაინტერესდა, როცა მისი მშობლიური ქალაქ ბურსადან, სტამბულში გადავიდა ღამის კლუბში სამუშაოდ. 2016 წელს კი, არტისმა კონტრაქტი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მუსიკალურ ლეიბლთან - Ultra Records გააფორმა, საიდანაც საფუძველი ჩაეყარა Orhan-ის საერთაშორისო მასშტაბის წარმატებას. თუმცა, არტისტის პირველი აღიარება, მისი ინსტრუმენტალური ნამუშევრით - "Age of Emotions" დაიწყო.

Mahmut Orhan-ის ყველაზე წარმატებული ნამუშევრებია: "Feel", "Six Days", "Game of Thrones Remix", რომლებმაც მისი უსაზღვრო პოპულარობა და ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო სცენაზე, ღირსეული ადგილის დაკავება განაპირობა. მის შემოქმედებაში, მელოდიური ტექნოს და ჰაუს მუსიკის გამორჩეული და საინტერესო გრადაციების წყალობით, Mahmut Orhan ცხადია მალევე მოექცა უდიდესი ყურადღების ქვეშ, რის შედეგადაც მისი პერფორმანსის მოსმენა, მსოფლიოს ყველაზე დიდ სცენებზეა შესაძლებელი, მათ შორის: Exit Festival, Untold, Extrema Outdoor, Sea Dance და სხვები.

Mahmut Orhan-ს მასპინძლობას, თურქი და ლოკალური სცენის გამორჩეული არტისტები: Monnarsh, Guri De Sal და Sally Si გაუწევენ.

♀♂ ასაკობრივი შეზღუდვა 18+

???? მაგიდების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 593 972 929


ორგანიზატორის დეტალები

მომენტალური გადახდა


მსგავსი ღონისძიებები

არ გამოტოვოთ ღონისძიებები!

მიუთითეთ თქვენი ელ. ფოსტა