ბულვარის ფესტივალი
წელს პირველად, 21 ოქტომბერს, ბათუმის ბულვარი, გეპატიჟებათ ყველაზე ფერადოვან ფესტივალზე!
ფესტივალი უმასპინძლებს სხვადასხვა გასართობ ღონისძიებასა და სამოყვარულო ველო მარათონს.
ბულვარის მიერ ორგანიზებული პირველი ფესტივალი, რომელიც განსხვავებული კონცეფციით იქნება წარმოდგენილი სტუმრებს, დღის 12:00-დან 23:00 საათამდე უმასპინძლებს. მრავალფეროვანი დეკორაციებითა და ინსტალაციებით გაფორმებულ საფესტივალო სივრცეში თქვენ გელოდებათ საბავშვო გასართობი აქტივობები, შემეცნებითი-სახალისო „მწვანე გაკვეთილები“ თქვენი პატარებისთვის, კოსტიუმირებული პერფორმანსი - ბულვარის ისტორიის გაცოცხლებით, ძველი და თანამედროვე ბულვარის ამსახველი ფოტო-გამოფენა, კინო ჩვენების ზონა, სამეწარმეო მარკეტი, კვების ზონა და სხვა.
გაეცანით პროგრამას ვრცლად:
10:00 - 13:00
სამოყვარულო ველო მარათონი
ლოკაცია: ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია
12:00 - 16:00
ბავშვთა გასართობი ღონისძიება, ზღაპრის გმირები, სახალისო/შემეცნებითი „მწვანე გაკვეთილები“, სახის მოხატვა, თიხაზე რეწვის აქტივობა, ხეების დარგვის აქცია და სხვ.
12:00
კინო ჩვენების ზონა
12:00
კოსტიუმირებული პერფორმანსი „ბულვარის ისტორიის კვალდაკვალ“
12:00
კვების ზონა და კოქტეილების დეგუსტაცია
12:00
ბულვარის ბრენდირებული სტენდი და ფოტო-გამოფენა
12:00 - 23:00
სამეწარმეო მარკეტი, საუნივერსიტეტო ზონა, მხატვრების საპრეზენტაციო და ფოტო კუთხეები
16:00 - 17:00
დაჯილდოების ცერემონია -ღვაწლმოსილი თანამშრომლების დაჯილდოება და კამერული მუსიკალური ნომრები.
18:00 - 19:00
Dj „CHIKI”
19:00 - 21:00
საზეიმო კონცერტი - ჯგუფი ,,Seaside და ჯგუფი „სალიო“
21:00 - 23:00
DJ”CHIKI”
შემოგვიერთდით საზეიმო განწყობით ერთად გავატაროთ დრო საუკუნოვანზე მეტი ისტორიის მქონე, ბულვარში.
დასწრება უფასო