ZHU - Mono Hall Batumi
2 აგვისტოს, MONO HALL ბათუმის განახლებულ სცენაზე, გრემის ნომინანტი ამერიკელი მუსიკოსი და პროდიუსერი ZHU დაუკრავს.
ZHU - ამერიკელი მუსიკოსის Steven Zhu-ს სასცენო სახელია. კარიერის დასაწყისშივე, ZHU-მ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და მისი სადებიუტო ალბომი GENERATIONWHY, Billboard ჩარტებში მოხვდა. თუმცა Billboard-ის გარდა, მისმა არაერთმა ტრეკმა დაიკავა მოწინავე პოზიციები სხვადასხვა ჩარტებშიც, კერძოდ Hot Dance/Electronic Songs chart. მუსიკოსის ამგვარმა წარმატებამ, მას გზა გაუხსნა ისეთ ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობისთვის, როგორიც არის: Pokemon, Luminosity and Leica.
2021 წელს, ZHU-მ რიგითი მე-3 სტუდიური ალბომი გამოაქვეყნა, სახელწოდებით "DREAMLAND 2021". რომელმაც დიდი ყურადღება დაიმსახურა მსმენელისა და მუსიკის კრიტიკოსების მხრიდან, აღნიშნული ალბომი კი, Billboard-მა 2021 წლის, საუკეთესო ალბომად აღიარა.
მიმდინარე წელს, ZHUM-მ კიდევ ერთი რელიზი სახელწოდებით “Musical Chairs Mixtape Vol 1” გამოაქვეყნა. აღნიშნული რელიზის გამოქვეყნების შემდეგ, ZHU ტურნეში გაემგზავრა, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სუპერ ჯგუფ Swedish House Mafia-სთან ერთად და მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალების სცენაზე დაუკრა, როგორიც არის: Lollapalooza და Austin City Limits, EDC, სადაც მან ასევე თავისი ტანსაცმლის ხაზის “NIGHTDAY” ჩვენება მოაწყო, ხოლო ტურნე ბოლოს, კოლორადოში კერძოდ კი Red Rocks-ის ამფითეატრში დასრულდა, რომელმაც დიდი ანშლაგით ჩაიარა.
2 აგვისტოს, ZHU-ს ქართველი არტისტი Roma J უმასპინძლებს.
♀♂ ასაკობრივი შეზღუდვა 18+
???? მაგიდების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 577 777 949
------
I კალათა - 40 ₾
II კალათა - 50 ₾
III კალათა - 60 ₾
IV კალათა - 70 ₾