Summer Nights Vol. 4 - Stage 17
22 ივლისს, ბათუმის ახალი საკონცერტო სცენა და მულტიფუნქციური სივრცე — Stage 17, გამორჩეულ ქართველ და უცხოელ არტისტებს უმასპინძლებს. ივენთების სერიას წარმოგიდგენთ Tbilisi Open Air.
პროგრამა:
KOLLEKTIV TURMSTRASSE (LIVE)
RED AXES
GIO SHENGELIA
AUTUMN TREE
I კალათა — 80 ლარი,
II კალათა — 100 ლარი,
კარზე — 120 ლარი.
Stage 17 სტუმრებს ცოცხალი წარმოდგენის შეგრძნების სრულიად ახალ გამოცდილებას ჰპირდება: ნაგებობის არქიტექტურა ყველანაირი ამინდისთვის შესაფერის „ჭკვიან“ სივრცეებს მოიცავს, როგორც დასაჯდომ, ასევე — საცეკვაო კუთხეებს; კონსტრუქციის მთლიანი იატაკი სასცენო პოდიუმის მასალითაა კონსტრუირებული, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს სცენასთან სიახლოვის შეგრძნებას; სადღესასწაულო განწყობის ამაღლებას კი ვიზუალური ეფექტების ინოვაციური აპარატურა უზრუნველყოფს — ლაზერული შოუებით და უახლესი მონიტორების ბუნებრივი გამოსახულებებით.