,,ლეგენდები არ კვდებიან" ეძღვნება ბუბა კიკაბიძეს
19 ივლის ლეგენდარული ქართველი მსახიობისა და მომღერლის, საქართველოს სახალხო არტისტის ვახტანგ კიკაბიძის დაბადების დღეა. წელს დიდ ხელოვანს 85 წელი შეუსრულდებოდა.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, დიდი მაესტროს ხსოვნის უკვდავსაყოფად 19 ივლის ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში მუსიკალური ფესტივალი ,,ბუბა“ ჩატარდება.
ღონისძიებაში ვახტანგ კიკაბიძის კოლეგები და მეგობრები მონაწილეობენ:
ნანი ბრეგვაძე, თამარ გვერდწითელი, სოფო ნიჟარაძე, ლიზა ბაგრატიონი, ეკა მამალაძე, თამარ კუტიძე, ემინი, პაატა ბურჭულაძე, მერაბ სეფაშვილი, ნუგზარ ერგემლიძე, მორის ჯანაშვილი, თეიმურაზ ცაგურია, ზურაბ ცისკარიძე.
ვარსკვლაბის მიერ ფესტივალზე ჰიტებად ქცეული საუკეთესო სიმღერები შესრულდება.
ზღვისპირეთის ულამაზეს ქალაქ ბათუმში, რომელიც ბუბა კიკაბიძეს გამორჩეულად უყვარდა, ამ პირველი მრავალფეროვანი, მაღალი დონის მუსიკალური ფესტივალით საფუძველი ჩაეყრება და ყოელ წელიწადს, 19 ივლის ფესტივალი ,,ბუბა“ ჩატარდება.