Batumi

შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი

შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი 2023

აღწერა

ისთერნ ფრომოუშენსი წარმოგიდგენთ

შავი ზღვის რიგით 16-ე ჯაზფესტივალს

28-30 ივლისს, ბათუმი რიგით 16-ე ჯაზფესტივალს უმასპინძლებს. ორგანიზატორები, აჭარის რეგიონის სტუმრებს, როგორც ყოველთვის განსაკუთრებულ საღამოებს პირდებიან. ფესტივალის სამი დაუვიწყარი დღის სტუმრები, მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები არიან.

წლევანდელ ფესტივალს სიახლე აქვს, წლების შემდეგ შავი ზღვის საფესტივალო ადგილი შეიცვალა, სტუმრებს ახლად შექმნილი სივრცე „სთეიჯ 17“ (STAGE 17) უმასპინძლებს (ქ.ბათუმი, რუსთაველის ქ 34).

წელს ჯაზ-ფესტივალს სტუმრობენ:

 

 

28 ივლისი

ბედფორდ ფოლსი (BEDFORD FALLS)

სოულ თრეინი (SOUL TRAIN)

29 ივლისი

ლეგენდარული მარკუს მილერი (MARCUS MILLER European Tour 2023)

30 ივლისი

ბრუკლინ ფანკ ესენშელს (BROOKLYN FUNK ESSENTIALS)

 

ყოველი დღის ბოლოს, 24:00 ივერია ბიჩზე თიენემ ჯემ სეშნ (TNM JAM SESSION)

ფესტივალის კარი სტუმრებისთვის 19.00 საათზე გაიღება.

 

 

• ფესტივალის სპონსორები: თიბისი კონცეპტი, ვიზა, მაზდა

• ტრადიციული მხარდამჭერია: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, აჭარის კულტურის სამინისტრო და ბათუმის მერია

• ფესტივალის პარტნიორი - „სთეიჯ 17“, „ივერია ბიჩი“

• მასპინძელი: რესტორანი „პორტო ფრანკო“ და კაფე „პრივეტ იზ ბატუმა“

• საინფორმაციო მხარდაჭერა: იმედი TV, რადიო ფორტუნა, ინტერნეტ ჟურნალი Marketer.ge, ონლაინ გამოცემა - ბათუმელები, პალიტრა მედია, რადიო უცნობი, სარეკლამო სააგენტო - ალმა

თიბისი კონცეპტ ვიზა ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე მოქმედებს 20%-იანი ქეშბექი, ხოლო თიბისი ვიზა ბარათის მფლობელებისთვის 10%-იანი ქეშბექი.

 


ორგანიზატორის დეტალები


მსგავსი ღონისძიებები

არ გამოტოვოთ ღონისძიებები!

მიუთითეთ თქვენი ელ. ფოსტა