ბავშვთა დაცვის დღე - ქობულეთი
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის დღე
13:00 სთ. ქობულეთის ზღვისპირა პარკში გაიმართება სხვადასხვა საბავშვო აქტივობები
- საჯარო სკოლებს შორის გაიმართება ფინალური შეჯიბრი მხიარულ სტარტებში
მოეწყობა კრაფტის კუთხე, სადაც ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა გააფერადონ ნახატები, გამოძერწონ სხვადასხვა ფიგურები.
დღის განმავლობაში ანიმატორები იზრუნებენ ბავშვების გართობაზე
მოეწყობა მეზღაპრის კუთხე, სადაც მსახიობები ბავშვებს წაუკითხავენ სხვადასხვა ზღაპრებს სპეციალურად მოწყობილ სივრცეში.
15:00 საათზე გაიმართება ბასტი ბუბუს კონცერტი ცნობილი მომღერლების, ანი კეკუასა და სანდრო კურცხალიძის მონაწილეობით
მოეწყობა საპნის ბუშტების შოუ, ბუშტების მასტერკლასი და ილუზიონისტების შოუ.
სახის მოხატვა
მოეწყობა ფოტო კუთხე
18:00 გაიმართება ბაღების გაერთიანების კონცერტი