ჩვენს შესახებ

ა(ა)იპ ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო 2010 წელს შეიქმნა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ როგორც ,,ბათუმის ტურისტული სააგენტო“, 2015 წლიდან კი ახალი სახელითა და კონცეფციით განაგრძო ფუნქციონირება. დღესდღეობით, სააგენტოს ძირითადი მიზანია საზღვაო ზოლს მიღმა არსებული მთიანი, მწვანე აჭარის პოტენციალის ათვისება,  ტურისტული პროდუქტების შექმნა და ახალი მარშრუტების მარკირება, 9 საინფორმაციო ცენტრის მართვა, მათი მომარაგება ტურისტებისთვის საჭირო საინფორმაციო მასალით(რუკა, გზამკვლევი, მარშუტები), მუნიციპალიტეტებში საოჯახი ბიზნესის ხელშეწყობა, რაც გულისხმობს მათ აღრიცხვას საერთო საინფორმაციო ბაზაში, ნიშნულების დამონტაჟებას, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და სხვადასხვა ტრენინგს.

ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქციებისა და მიზნების გარდა, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს საქმიანობა ასევე მოიცავს მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა თემატური ფესტივალის ორგანიზებას, რაც ხელს უწყობს რეგიონის პოპულარიზაციას, მისი პოტენციალის წარმოჩენას ფართო მასებისთვის და მეტი  ტურისტის მოზიდვას.

სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ფესტივალებს შორისაა: ბათუმისა და ქობულეთის ზაფხულის ფერადი ფესტივალები, გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი, რომელიც აჭარაში თავს უყრის მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ორნითოლოგებს და ეკოტურიზმის ამ დარგით დაინტერესებულ პირებს, სოფლის ტურიზმის ფესტივალი ,,განდაგანა“- ჩვენი მეგზური აჭარის სოფლებში  ქალაქიდან გაუსვლელად, სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ამ სფეროში მოღვაწე ბევრ ადამიანს აკავშირებს ერთმანეთთან და გზას უხსნის  წარმატებისკენ და ბოლოს, ზამთრის ფესტივალი კურორტებზე გომარდული და გოდერძი, როგორც კიდევ ერთხელ შეხსენება, რომ აჭარა ოთხივე სეზონზე აქტუალური და მოთხოვნადია.

....

არ გამოტოვოთ ღონისძიებები!

შეიყვანეთ თქვენი ელ-ფოსტა