The Killers | Black Sea Arena
15 აგვისტოს, Starring Georgia-ს ფარგლებში Black Sea Arena ცნობილ ამერიკულ ბენდს The Killers უმასპინძლებს.
ლას ვეგასში დაფუძნებული ბენდი უკვე 20 წელზე მეტია მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური ფესტივალების სტუმარია და დღესაც იდეალურად ახერხებ თავისი მუსიკალური მემკვიდრეობის შენარჩუნებას, რის გამოც მათ მიმართ ინტერესი არ ნელდება. საქართველოს The Killers პირველად Black Sea Arena- ზე ეწვევა და მსმენელს 20 წლიანი მუსიკალური კარიერის საუკეთესო კომპოზიციებს გაუზიარებს.
ბილეთების შეძენას 24 აპრილის 12:00 საათიდან შეძლებთ ვებგვერდზე BSA.ge.
ღონისძიების დასაწყისი: 21:00
კარები გაიღება: 19:00