Zemfira - Batumi
22 და 24 აგვისტოს - Mono Hall-ის ორგანიზებით, ბათუმის ჩორბურთის კორტებზე - Zemfira- ს კონცერტი გაიმართება.
ზემფირა | ცოცხალი ლეგენდა სცენაზე - რუსული როკის გამორჩეული ხმა და თაობის სიმბოლო - ზემფირა 2025 წლის ტურნეს ფარგლებში ბათუმში გრანდიოზული კონცერტით წარსდგება მსმენელის წინაშე, რომელიც ემოციით, სიღრმით და მუსიკოსის დაუვიწყარი ჰიტებით იქნება სავსე. ზემფირა არის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი არტისტისა, რომელმაც რადიკალურად შეცვალა მუსიკალური კულტურა პოსტსაბჭოთა სივრცეში და დღესაც ინარჩუნებს ძლიერ პოზიციას როგორც შემოქმედებითად, ისე საზოგადოებრივად.
ასაკობრივი შეზღუდვა: 12+
კონცერტზე დასასწრებად რეკომენდებული ასაკია 12 წლიდან. 18 წლამდე ასაკის პირები კონცერტს უნდა დაესწრონ, პასუხისმგებელი მშობლის ან სრულწლოვანი პირის თანხლებით, რომელიც სრულად იღებს პასუხისმგებლობას არასრულწლოვანის დასწრებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კონცერტზე დასასწრებად თითოეულ ადამიანს, მათ შორის ნებისმიერი ასაკის ბავშვს სჭირდება ცალკე ბილეთი.