მანდარინობა
მანდარინობა კასტელო მარეში - ჩაერთეთ ნარინჯისფერ ზეიმში!
ქობულეთის მუნიციპალიტეტი და კასტელო მარე გეპატიჟებით წლის ყველაზე საინტერესო ფესტივალზე - მანდარინობაზე!
16-17 ნოემბერს, ქობულეთის ულამაზეს კუთხეში -სასტუმრო კასტელო მარეში, გაატარეთ დაუვიწყარი დრო ტრადიციული გემოების, მუსიკისა და ქართული ფოლკლორის სამყაროში. ეს ფესტივალი საინტერესოა ყველასთვის მოიწვიეთ – მეგობრები, ოჯახის წევრები და ყველა ის ადამიანი, ვისაც უყვარს ციტრუსი და გართობა!
ღონისძიების დეტალები:
თარიღი: 16-17 ნოემბერი, 2024
ადგილი: სასტუმრო კასტელო მარე, ციხისძირი, ქობულეთი
დასწრება: უფასოა
პირველი დღე - 16 ნოემბერი
12:00 - 14:00 - მანდარინის კრეფა დაგხვდებათ სპეციალური ტომრები ( პირადი ჩანთებით და ტომრებით შესვლა აკრძალულია და არ დაიშვება ბაღში!!).
14:00 საათიდან - გამოფენა და გასართობი პროგრამა ქართული ფოლკლორული მუსიკა და ცეკვა
მანდარინის მურაბის მასტერკლასი. დააგემოვნეთ სეზონური მურაბა .
მეორე დღე - 17 ნოემბერი
14:00 - 17:00
გამოფენა გაყიდვა
საზეიმო ტორტის ცერემონია: დააგემოვნეთ ჩვენი ცნობილი მანდარინის ტორტი!
მასტერკლასი: შეისწავლეთ ჩურჩხელის დამზადება მანდარინის ნოტებით!
ქართული მუსიკისა და ცეკვის ანსამბლები
პრიზები და გათამაშები: სცადეთ ბედი და მოიგეთ!
არ გამოტოვოთ სეზონის ყველაზე სასიამოვნო ღონისძიება! გელოდებით მანდარინობაზე!