შეხვდით ლატვიის ელექტროენერგეტიკული სექტორის წარმომადგენლებს - ღონისძიებაზე ბათუმში
4 ოქტომბერს, ბათუმში ედისონის ცენტრის ღონისძიების ფარგლებში ჩვენი უცხოელი პარტნიორები ევროპული გამოცდილებიდან გამომდინარე, ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრებენ.
დამსწრე აუდიტორია ლატვიის ელექტროტექნიკური ასოციაციისა და ლატვიის ყველაზე მსხვილი გამანაწილებელი კომპანიის წარმომადგენლებისგან მოისმენს:
- როგორია ლატვიის ელექტროენერგეტიკული სისტემის მოწყობის სქემა; საკანონმდებლო ჩარჩოს რეგულირების არეალი და მისი რელაობაში გამოყენება
- რა გზა გაიარა ლატვიამ საბჭოთა მოდელიდან ევროპულ სტანდარტებზე გადასვლის პროცესში და რამდენად მნიშვნელოვანია ევროპული სტანდარტებით მუშაობა საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორის განვითარებისთვის
- როგორ გაუმკლავდნენ ადამიანური რესურსების დეფიციტს ტრენინგ ცენტრის დამხარებით: ველზე მომუშავე ელექტროენერგეტიკოსების გადამზადება ელექტროენერგეტიკული ინდუსტრიის განვითარებად, დინამიურ გარემოში.
ღონისზიებებზე შეძლებთ ლატვიელ კოლეგებს დაუსვათ კითხვები როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ გარემოში.
შეხვედრის ფარგლებში გვექნება სინქრონული თარგმანი ინგლისური ენიდან ქართულ ენაზე.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/ღონისძიებები_თბილისი_ბათუმი