ანსამბლი „შვიდკაცა“ და დავით მაზანაშვილის ბენდი G17-ში
6 აპრილს, მრავალფუნქციური ვენიუ G17-ის სცენა ანსამბლ „შვიდკაცას“ და დავით მაზანაშვილის ბენდს მასპინძლობს:
Ხარების დღესასწაულს ქართული ხალხური სიმღერებით, საგალობლებით და ქალაქური კომპოზიციებით ვეგებებით!
პროგრამა:
ანსამბლი „შვიდკაცა“ და დავით მაზანაშვილის ბენდი,
DJ Cheeky.
კარი იღება: 21:00
დასწრება: 100 ლარი (ფასი მოიცავს ერთი ადამიანის ერთ ადგილს ორ ან მეტ ადგილიან მაგიდასთან).
G17 ბათუმის ახალ ბულვარში, ზღვაში შეჭრილ ხიდზე კონსტრუირებული კონცეპტუალური სივრცეა, რომელიც სავახშმო, ლაუნჯის, ბარის, სცენის და კაფის ჩანართებითაა დაგეგმარებული და სტუმრებს, რაფინირებული ვახშმისა და მუსიკის ცოცხალი შესრულების გამოცდილებასთან ერთად, სტუმარ-მასპინძლობის პერსონალიზირებულ მომსახურებებს და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებით შექმნილ ინსტალაციებს სთავაზობს.