ხელვაჩაურის დღეები

22 სექტემბერს, გონიოს ციხეში 17:00 საათიდან, სახალხო ზეიმი სახელწოდებით „ხელვაჩაურის დღეები“ გაიმართება.

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება 11 ადმინისტრაციული ერთეულისთვის დამახასიათებელი კუთხეების გამოფენა (ლაზური, მაჭახლური, აფხაზური და სხვა კუთხე), ისტორიული მასალები, ტრადიციული კერძები, რეწვის ოსტატების ნამუშევრები.

ღონისძიება დასრულდება საზეიმო კონცერტით, მასში მონაწილეობენ ადგილობრივი ანსამბლები, მომღერლები: დათუნა მგელაძე, ნოდიკო ტატიშვილი, ლაშა ღლონტი, ვაჟა ტუღუში, ბაიარ შაჰინი, ოთო ნემსაძე და ნინი ბადურაშვილი.

დაჯილდოვდებიან საპატიო ხელვაჩაურელები.


ორგანიზატორის დეტალები


მსგავსი ღონისძიებები

არ გამოტოვოთ ღონისძიებები!

მიუთითეთ თქვენი ელ. ფოსტა